ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ
რას გთავაზობთ
ჩვენი სერვისები

დაშვების სისტემა
დაშვების სისტემა იცავს თქვენს სივრცეს არასანქცირებული წვდომისგან. ჩვენ გთავაზობთ ბიომეტრიულ, საბარათე, ციფრულ და სხვა ინოვაციურ სისტემებს, რომლებიც ადაპტირებულია თქვენს საჭიროებებზე

უსაფრთხოების სერვისი
უსაფრთხოების სრული მომსახურება მოიცავს 24-საათიან მონიტორინგს, კონსიერჟის სამსახურს შესასვლელების უსაფრთხოებისთვის და სამართალდამცავ უწყებებთან კომუნიკაციას შესაბამისი შემთხვევის შემთხვევაში.

დასუფთავების მომსახურება
სუფთა და მოწესრიგებული საერთო სივრცეები არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჰიგიენური პირობებისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს თქვენს საერთო სივრცეების სრულყოფილ მოვლას.

საცხოვრებლის მართვა
საცხოვრებლის ეფექტური მართვა მოიცავს ტექნიკური პრობლემების დროულ აღმოჩენას და მოგვარებას, ამხანაგობის კრებების ორგანიზებას, კონტრაქტორებთან კომუნიკაციას და კორპუსისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერას.

ინფრასტრუქტურის მოვლა
საცხოვრებლის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება აუცილებელია თქვენი კომფორტისთვის. ჩვენ ვზრუნავთ ელექტრო, წყალმომარაგების, სახანძრო და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობაზე.

ეზოს მოვლა
მწვანე და სუფთა ეზო ქმნის კომფორტულ გარემოს საცხოვრებლისთვის. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს როგორც მცენარეების მოვლას, ასევე ეზოს მთლიანი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მოვლასა და სისუფთავეს.